ოპერატორი SELECT
  დავუშვათ გვაქვს ცხრილები სახელით: tbsawyobi, tbsaqoneli, tbsaq_mireba. დაპროექტების რეჟიმში ცხრილები შემდეგია/სურ. 1/:

სურ. 1. ცხრილები tbsawyobi, tbsaqoneli, tbsaq_mireba დაპროექტების რეჟიმში

შესრულების რეჟიმში ცხრილები შემდეგია/სურ. 2/:


      SQL-ის ინსტრუქციებში და საერთოდ Access-ის გარემოში დაწერილ პროგრამებში გამოიყენება ცხრილის დაპროეტებისას გამოყენებული სახელები, ხოლო ამორჩევის შედეგში გამოტანება ცხრილის სვეტების დასახელებები. როგორც ცნობილია  სვეტის განსხავავებული დასახელების გამოტანა  ცხრილის დაპროექტების რეჟიმში მიცემული სახელისგან მიიღება ცხრილის თვისებაში Caption დასახელების დაწერით.
SQL შეკითხვის შედეგების დასათვალიერებლად დავაპროექტოთ დიალოგური ფორმა. დავიტანოთ მასზედ მართვის ელემენტები: TextBox სახელით Vsek  - შეკითხვის მისაცემად, ListBox სახელით Lsia - შედეგების გამოსატანად და Button სახელით  Rsek - პროგრამის გამოსაძახებლად /სურ. 3/.

სურ.3. დაპროექტებული ფორმა შედეგების დასათვალიერებლად

მაგალითები:ცხრილიდან tbsaq_mireba ინფორმაციის ამორჩევა ერთი ველით
SELECT tbsaq_mireba.tariri FROM tbsaq_mireba
ამორჩეული იქნება ცხრილში არსებული ყველა ჩანაწერი. საშედეგო ცხრილში გამოტანილი იქნება მხოლოდ ერთი ველის - tariri-ის  მნიშვნელობები/სურ. 4/. 

სურ. 4. ამორჩევა ერთი ველით ერთი ცხრილიდან პირობების გარეშე. ამორჩეულია ცხრილში არსებული ყველა ჩანაწერი
ფორმის მოდულში ჩაწერილი პროგრამა შემდეგია:

Private Sub Rsek_Click()
Dim kit As String
Select Case Me.Famor.Value
Case 1
kit = " SELECT tbsaq_mireba.tariri FROM tbsaq_mireba"
With Me.Lsia ’ListBox-ის თვისებების მნიშვნელობების მიცემა
.ColumnHeads = True ’ველის დასახელების გამოტანა
.ColumnCount = 1 ’გამოსატანი სვეტების რაოდენობის განსაზღვრა
.RowSource = kit ’ შეკითხვის შესრულება და შედეგი ვიზუალიზაცია
End With
End Select
End Sub
ცხრილიდან tbsaq_mireba ინფორმაციის ამორჩევა რამდენიმე ველით

SELECT saq_nom,  tariri, raodenoba, sez_fasi FROM tbsaq_mireba  
ამორჩეული იქნება ცხრილში არსებული ყველა ჩანაწერი. საშედეგო ცხრილში გამოტანილი იქნება ოთხი ველის:   saq_nom,  tariri, rao, sez_fasi მნიშვნელობები/სურ. 5/ 

სურ. 5. ამორჩევა რამდენიმე ველით ერთი ცხრილიდან პირობების გარეშე. ამორჩეულია ცხრილში არსებული ყველა ჩანაწერი

ფორმის მოდულში ჩაწერილი პროგრამა შემდეგია:

Private Sub Rsek_Click()
Dim kit As String
Select Case Me.Famor.Value
Case 2
kit = " SELECT tbsaq_mireba.saq_nomeri, tbsaq_mireba.tariri, tbsaq_mireba.raodenoba," & _
" tbsaq_mireba.sez_fasi FROM tbsaq_mireba"
With Me.Lsia
.ColumnHeads = True ’ველის დასახელების გამოტანა
.ColumnCount = 4 ’გამოსატანი სვეტების რაოდენობის განსაზღვრა
.ColumnWidths = "1,5in;1,4in;1,8in;1,2in" ’LisBox-ში სვეტების სიგანის განსაზღვრა
.RowSourceType = "Table/Query"
.RowSource = kit ’ შეკითხვის შესრულება
End With
End Select
End Sub
 
ცხრილიდან tbsaq_mireba ინფორმაციის ამორჩევა ცხრილში tbsaq_mireba  არსებული ყველა ველით

SELECT * FROM tbsaq_mireba   

ამორჩეული იქნება ცხრილში არსებული ყველა ჩანაწერი. საშედეგო ცხრილში გამოტანილი იქნება ცხრილში tbsawyobi არსებული ყველა ველის მნიშვნელობები 
ყურადღება
შეკითხვის შემდეგ მიღებულ ცხრილში სვეტების დასახელებები ცხრილის დაპროექტების დროს ცხრილის ველის თვისებაში Caption ჩვენს მიერ მიცემული დასახელებების იდენტურია, ზოგ შემთხვევაში საჭიროა გამოტანილ იქნეს განსხვავებული დასახელება. განსხვავებული დასახელებების გამოსატანად საჭიროა Select ოპერატორში ცხრილში არსებული ველის დასახელების შემდეგ დაიწეროს AS [სვეტის დასახელება, რომელიც გამოტანილი უნდა იქნეს შეკითხვის შედეგად მიღებულ ცხრილში]
1-3 შეკითხვები შემდეგნაირად შეიძლება ჩავწეროთ:
1. SELECT tbsaq_mireba.tariri AS[saqonlis miRebis TariRi] FROM tbsaq_mireba
  
2.  SELECT saq_nom AS[saqonlis kodi],  tariri AS[SeZenis TariRi], raodenoma AS[SeZenili raodenoba], sez_fasi AS[SeZenis fasi],  FROM tbsaq_mireba  
  
3. SELECT * FROM tbsaq_mireba